Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ნიკოლოზ კახიანის 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიში, 18 იანვარს, თეოდორ ბილროთის სახელობის სტუდენტთა ქირურგიული ასოციაციის ორგანიზებით, პროფესორ ნიკოლოზ კახიანის 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ქირურგიული-კლინიკური შემთხვევების აღწერის სტუდენტური კონფერენცია და ნიკოლოზ კახიანის მემორიალური საღამო გაიმართა.

 

საინტერესო ქირურგიული ქეისების განხილვასა და სტუდენტების პრეზენტაციებს ჟიური აფასებდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალითა და მოხსენებათა თემატიკის შესაბამისი დარგის წარმომადგენელი, მოწვეული ექიმებით იყო დაკომპლექტებული.

 

საუკეთესო მოხსენების ავტორი კი გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის, მე-3 კურსის სტუდენტი საბინა მუსაევი.